logo_geo
eng_logo
ირაკლი კორძაია: სააკაშვილი რომ სააკაშვილია, იმასაც კი ყოფნიდა ჭკუა, რომ არჩევნების წინ ადამიანების აგრესია პოლიციის მიმართ გაენეიტრალებინა...
- +

20 აგვისტო. 2016. 22:28


„სააკაშვილი რომ სააკაშვილია, იმასაც კი ყოფნიდა ჭკუა თუ თვალთმაქცობა, რომ არჩევნების წინ ადამიანების აგრესია პოლიციის მიმართ გაენეიტრალებინა - პატრული თვალს ხუჭავდა მსუბუქ დარღვევებზე, დაჭერებიც შედარებით მცირდებოდა. არ იცვლებოდა ერთადერთი - პოლიტიკური დევნა-დაკავებები ჩვეულებისამებრ სტახანოვური ტემპებით მიდიოდა, მაგრამ რიგით „ობივატელს" ნაკლებად ეხებოდნენ. ხაზს ვუსვამ, მხოლოდ არჩევნების წინ!"- ჟურნალისტი ირაკლი კორძაია ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.  


„რა გახდა ამ სამტრედიელი პოლიციელების დაკავება? რომელი მუნდირის „ღირსებაზეა" საუბარი, როდესაც გათელილია ყველაზე მთავარი - ადამიანის სიცოცხლე?! 

 

მე- 12 დღეა არ გვაქვს შსს-ს პასუხი, უჩვეულოდ პასიურია პოლიტიკური სპექტრი. დღეს საღებავიანი პუვილიზატორები და ბოლის შაშხანები? ხვალ მოლოტოვის კოქტეილი? არ არის იმედის მომცემი სურათი..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner