„სააკაშვილი რომ სააკაშვილია, იმასაც კი ყოფნიდა ჭკუა თუ თვალთმაქცობა, რომ არჩევნების წინ ადამიანების აგრესია პოლიციის მიმართ გაენეიტრალებინა - პატრული თვალს ხუჭავდა მსუბუქ დარღვევებზე, დაჭერებიც შედარებით მცირდებოდა. არ იცვლებოდა ერთადერთი - პოლიტიკური დევნა-დაკავებები ჩვეულებისამებრ სტახანოვური ტემპებით მიდიოდა, მაგრამ რიგით „ობივატელს" ნაკლებად ეხებოდნენ. ხაზს ვუსვამ, მხოლოდ არჩევნების წინ!"- ჟურნალისტი ირაკლი კორძაია ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„რა გახდა ამ სამტრედიელი პოლიციელების დაკავება? რომელი მუნდირის „ღირსებაზეა" საუბარი, როდესაც გათელილია ყველაზე მთავარი - ადამიანის სიცოცხლე?!
მე- 12 დღეა არ გვაქვს შსს-ს პასუხი, უჩვეულოდ პასიურია პოლიტიკური სპექტრი. დღეს საღებავიანი პუვილიზატორები და ბოლის შაშხანები? ხვალ მოლოტოვის კოქტეილი? არ არის იმედის მომცემი სურათი..."