„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ღირსეული შვილები ამ ქვეყნის მოქალაქენი, ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თითოეულ ოჯახს სამინისტრო 100 ათას ლარს, ასევე გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებისთვის გამოყოფს 100 ათას ლარს.
„მე კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლებია, ჩვენ ერთად ვმგზავრობდით, მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელ საზოგადოებას. სამინისტროს შემადგენლობასა და თითოეულ თანამშრომლებს, ასევე დაღუპულ ექიმებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან გული დაგვწყვიტა ამ ტრაგედიამ. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. თითოეულ ოჯახს სამინისტრო 100 ათას ლარს, ასევე გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებისთვის გამოყოფს 100 ათას ლარს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.