„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ასე კაცს თავი „გაებანძებინოს“-„გაეფარჩაკებინოს“, ისტორიას არ ახსოვს!
საქართველოს უახლეს ისტორიას ბევრი უღირსი თუ ღირსეული მმართველი - პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი ჰყავდა️!
დღევანდელმა რეალობამ საბოლოოდ დადასტურდა - სააკაშვილზე მშიშარა, არასერიოზული, არავაჟკაცი, სამარცხვინო და უღირსი მმართველი არ არსებულა!
ჯერ ვის ხელში ჩაიგდო თავი ამ უბადრუკმა, სად იყო და ვის იმედზეა?! (ფსკერიც არაა) - შვილის პირით აკეთებს ცრემლიანი - მუდარის განცხადებებს!
ბოლო წლებში დაპატიმრებულ არცერთ თანამდებობის პირს არ უკადრებია ისეთი ხვეწნა-მუდარა, როგორც მიშიკო იხვეწება - გეხვეწებით, გამომიშვით, პოლიტიკიდან საერთოდ წავალ და საქართველოსკენ აღარასოდეს გამოვიხედავო!
მერაბ კოსტავაო და ზვიად გამსახურდიაო - ადარებდნენ ამ „ქარაქუცას“ - წარმოვიდგინე, იქ ჩაესვათ (შორეულ აღმოსავლეთში), სადაც მერაბი იხდიდა სასჯელს... ხვეწნა-მუდარა და „პადპისკების“ წერა მაშინ გენახათ!
აქეთ კობახიძის მამას ელაქუცება, იქით ბოდიშებს იხდის, თუ პატიმრობის თავის დაღწევას დასჭირდა, რუსეთის ქებასაც დაიწყებს - ოღონდ გამოუშვან და ყველა ადგილს მიცემს!
დააკვირდით - ნიკა გვარამია ათასჯერ უფრო ვაჟკაცურად იქცევა, ვიდრე სააკაშვილი და წარმოიდგინეთ - გვარამია რომ გაჯობებს კაცობაში, რა უღრმეს ფსკერზე ხარ!
წესით, უნდა გეცოდებოდეს ასეთი „გაფარჩაკებული“ სულიერი, მაგრამ სირცხვილის გრძნობა უფრო ჭარბობს - საკუთარ თავს კითხვას უსვამ - „ეს ვინ გვყოლია 9 წელი ქვეყნის მმართველად?“
ერთ დროს „აბჯარსა და მუზარადში“ გამოწყობილი, უამრავი გორილა-დაცვის, მინისტრების, სპეცრაზმელების, ნიღბიანის თუ უნიღბოს გარემოცვაში თავმომწონედ მოსიარულე მთავარსარდალი - დედიკოს იუბკას გამოკერებულ „გიულის მიშიკოდ“ იქცა (გახდა ის, რაც სინამდვილეში იყო), რომელიც ყველაფერს კადრულობს, ოღონდ ციხიდან გამოუშვან!️
სირცხვილია, სირცხვილი, უდიდესი სირცხვილი - ეს შეშინებული ბაჭია ხომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი იყო!
P.S. კიდევ კარგი, 2008 წელს რუსებმა არ დააპატიმრეს, თორემ საქვეყნოდ სირცხვილისგან თავის მოჭრა მერე გენახათ“, - წერს სანდრო ბრეგაძე.