რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული არ შეიძლება იყოს და ასეთი ომი არასდროს უნდა დაიწყოს.
„ჩვენ იმ მოცემულობას ვეყრდნობით, რომ ბირთვულ ომში არ შეიძლება იყოს გამარჯვებული და ის არასდროს უნდა დაიწყოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ თანაბარ და განუყოფელ უსაფრთხოებას საერთაშორისო საზოგადოების ყველა წევრისთვის“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.