logo_geo
eng_logo
მერაბ შათირიშვილი: ვააჰ, ყველა ბელადია და თავი დედამიწის ჭიპი ჰგონია...
- +

20 აგვისტო. 2016. 22:34


მერაბ შათირიშვილი  სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:




„საქართველო საშინელ დღეშია, განუკურნებელი სენი - ამბიციოზი - ჭირს...

 

ქრისტემ, თავის უწიგნურ მოწაფეებს ფეხები დაბანა...

 

ეი, თქვე, ამბიციოზით დაავადებეულებო, საკუთარი ფეხები მაინც დაიბანეთ, ოღონდ - ცივი წყლით, იქნებ სისხლძარღვებს გაჰყვეს სიგრილე და თქვენმა ტვინმა იგრძნოს, ამპარტავნებაში ხართ და ცოტა გამოფხიზლდეთ!..

 

ვააჰ, ეს რა ქვეყანაში გავჩნდით, ყველა ბელადია და თავი დედამიწის ჭიპი ჰგონია, ვიტყვი სიმართლეს და, მერე ცხვირში დუდღუნებენ: როგორ მაკადრა-?..

 

რამდენიმე თვის წინათ ერთ ჩემს ნაცნობ კაცს ვურჩიე, საკუთარ სახელსა და გვარს გაუფრთხილდი-თქო... მან კიდევ ჩემი მეგობრული რჩევა უკუღმა გაიგო, ადგა და თავისი სახელი და გვარიბილბორდებს" მიაწება - მე ვარ და ჩემი ნაბადიო...

 

ვაააჰ, საით მიექანები ამბიციოზითა და ფასიანი პატრიოტიზმით დაავადებულო საქართველო!..

 

უბედურება ისაა, რომ ამ საგიჟეთის პაციენტები ჩვენც ვართ და ამ უგუნური, უტვინო ადამიანების სისულელეებს ვითმენთ!..

 

ჰოდა, ვითმინოთ, მალე მოვისმენთ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ოპერის არიებს, მოძღვრებებს: როგორ ამოვზიდოთ გენეტიკური ჯურღმულებიდან საგვარეულო ფესვები, ასევე - რანი ვართ და, რომელ რესტორანსა თუ ფაცხაში წვავენ გემრიელ წვადს და თანდართულ სიმღერებსაცხობენ", მიდი, ბიჭო გოგია, შენ დაუკარ და თან გამოუცეკვე!..

 

ვაი, ჩვენს პატრონს უბედურს!..

 

გამოიღვიძეთ, ხალხო, თორემ თქვენს სოფლებსა და უბნებს მალე სახელი და გვარები დაერქმევა!.."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner