„ევროკავშირი ბრიუსელში არ არის, ევროკავშირი ვენაში, ბუდაპეშტსა და ვარშავაში, ბერლინსა და მადრიდშია“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
„ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული უნგრელი ერი. ჩვენ ვმონაწილეობთ [ევროკავშირთან] ერთობლივ გადაწყვეტილებებში. თუ [ეს გადაწყვეტილებები] ჩვენთვის კარგი არ არის, ჩვენ ამას ვიტყვით. თუ [ეს გადაწყვეტილებები] კარგი არ არის და ჩვენ შეგვიძლია მათი პრევენცია, მაშინ ერთობლივი გადაწყვეტილება არ მიიღება“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.