logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტერეში მიესალმება იმას, რომ ოდესის პორტი მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა
- +

1 აგვისტო. 2022. 21:41

 

 

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მიესალმება იმ ფაქტს, რომ უკრაინის ქალაქ ოდესის პორტი მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა.

 

„ეს გემი დატვირთულია ორი საქონლით, რომლის ნაკლებობასაც განვიცდით: მარცვლეული და იმედი. ეს იმედია მსოფლიოში მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინის პორტების შეუფერხებელ მუშაობაზე, რათა გამოკვებონ თავიანთი ოჯახები“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

 

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა სიმინდით დატვირთულმა გემმა ოდესა ადგილობრივი დროით 8:30 საათზე დატოვა. მათივე ცნობით, გემი ლიბანში მიემართება.

 

სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინამ, თურქეთმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ხელი მოაწერეს ინიციატივას უკრაინის პორტებიდან - „ოდესა“, „ჩერნომორსკი“ და „პივდენე“ (ე.წ. სამხრეთის პორტი) მარცვლეულისა და საკვების უსაფრთხო ტრანსპორტირების შესახებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner