logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტერეში: ოდესის პორტიდან გასული გემი დატვირთულია ორი დეფიციტური პროდუქტით – მარცვლეულით და იმედით
- +

1 აგვისტო. 2022. 22:54

 

 

24 თებერვლის შემდეგ უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ოდესის სანაპიროდან პირველად გავიდა.

 

სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“ 26 000 ტონაზე მეტი მარცვლეულითაა დატვირთული.

 

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თქმით, გემი დატვირთულია ორი დეფიციტური პროდუქტით: მარცვლეულით და იმედით.

 

„სატვირთო ხომალდი უნდა ჩავიდეს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ხვალ, სადაც შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი დანიშნულების ადგილისკენ, ტრიპოლიში გაემგზავრება. ეს სავაჭრო ხომალდი დატვირთულია ორი დეფიციტური პროდუქტით – მარცვლეულით და იმედით. ეს არის იმედი მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებიც დამოკიდებული არიან უკრაინული პორტების შეუფერხებელ მუშაობაზე, რათა გამოკვებონ თავიანთი ოჯახები. ამ გემის გამგზავრება „შავი ზღვის მწვანე ინიციატივის“ პირველი კონკრეტული შედეგია. ეს უნდა გახდეს პირველი მრავალ სავაჭრო ხომალდს შორის, რომლებიც მსოფლიო სასურსათო ბაზრებზე შვებას და სტაბილურობას ჩაიტანენ“, - განაცხადა გუტერეშმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner