logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის დეტალებს ავრცელებს
- +

1 აგვისტო. 2022. 22:55

 

 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ისაუბრა.

 

მისი თქმით, სამხედრო დახმარების დეტალები უკრაინისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს. დახმარების პაკეტი 550 მილიონი დოლარია.

 

„დღეს გამოცხადებული პაკეტი მოიცავს დამატებით ჭურვებს HIMARS სარაკეტო სისტემებისთვის, ასევე, საბრძოლო მასალას 155 მმ-იანი არტილერიისთვის, რომელიც უკვე გადაეცა უკრაინას“, - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა.

 

როგორც კირბიმ აღნიშნა, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მე-17 სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით გამოყოფილია აშშ-ს არმიის მარაგებიდან. მათი საერთო თანხა რვა მილიარდ დოლარზე მეტია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner