პირველი გემის დაძვრა „მარცვლეულის დერეფნის“ გასწვრივ მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატებაა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ყველა აღიარებს, რომ მარცვლეულის კრიზისის გადასალახად გადადგმული ნაბიჯები, რომლებსაც მსოფლიო ყურადღებით აკვირდება, ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმატების შედეგია. ჩვენ შევძელით ამის მიღწევა რუსეთთან და უკრაინასთან ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობის წყალობით. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას უკრაინაში ომის დასასრულებლად და რეგიონში მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად“, - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიოს მოსახლეობის 30%-ის სასურსათო უსაფრთხოება საფრთხეშია.