logo_geo
eng_logo
სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოთი 3 ადამიანი დაინფიცირდა
- +

2 აგვისტო. 2022. 01:17

 

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება ორ პირს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში კი ერთ პირს დაუდასტურდა. 2022 წელს სამცხე–ჯავახეთში ინფექციით დაავადებულთა რიცხვი 36–მდე გაიზარდა.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე–ჯავახეთის განყოფილების უფროსის, ნინო ზედგინიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექცია, სოფელ საკირეში მცხოვრებ 1977 წელს დაბადებულ კაცს დაუდასტურდა.

 

რაც შეეხება სოფელ წყრუთში მცხოვრებ ორ ინფიცირებულს, მათგან ერთი 1959 წელს დაბადებული ქალია, მეორე კი 1956 წელს დაბადებული კაცი.

 

პირველი აგვისტოს მდგომარეობით, 2022 წელს სამცხე–ჯავახეთში ინფიცირებულთა გადანაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგია:

 

ახალციხის მუნიციპალიტეტი - 19 შემთხვევა

 

ადიგენის მუნიციპალიტეტი - 10 შემთხვევა

 

ასპინძის მუნიციპალიტეტი - 6 შემთხვევა

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტი – 1 შემთხვევა

 

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით ბოლო ოთხ წელში ყირიმ–კონგოს დაავადებით რეგიონში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი შემთხვევა მიმდინარე წელს დაფიქსირდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner