დინოზავრის ერთ-ერთი სახეობის, გორგოზავრის 70 მილიონი წლის წინანდელი ჩონჩხი სოტბის აუქციონზე $6.1 მილიონად იყიდება. გორგოზავრის ჩონჩხი აუქციონზე გამოჩენილი დინოზავრის პირველი სახეობაა და ერთ-ერთია საზოგადოებისთვის ცნობილი ოცი ეგზემპლარიდან.
ოთხი წლის წინ მონტანაში აღმოჩენილი ნიმუში მკვლევრებმა ანონიმურ მყიდველს მიჰყიდეს, რაც გორგოზავრის კერძო შესყიდვის პირველი შემთხვევაა. აუქციონის გამარჯვებულს ძვლებისთვის მეტსახელის დარქმევის უფლება ექნება.
აუქციონის სახლის განცხადებით, გორგოზავრი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დინოზავრის ჩონჩხია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა.