„ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნავს, რომ „ეროვნულ-დემოკრატიული" პარტია არც ერთ პოლიტიკურ ბლოკთან აგერთიანებას არ გეგმავს.
„დაოკდით ყველა, ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრეები. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ბიულეტენში იქნება. მაჟორიტარებიც ეყოლება. გაურკვეველი წარმოშობის ბლოკებში არ გაერთიანებდება, მით უფრო თუ ამ ბლოკებს სახელად ჰქვიათ ბლოკები, რეალურად კი პარტიების შერწყმაა.
დიდ პატივს ვცემ პაატა ბურჭულაძეს, მაგრამ გიორგი ჭანტურიას პარტიაში დარჩენას ვამჯობინებ. მითუმეტეს, მე არ მაქვს უფლება სპირიდონ კედიას პარტია პაატა ბურჭულაძის პარტიასთან შევრწყა. ამას ცოტა ხმა და დიდი გული ჯობია."