logo_geo
eng_logo
ვიქტორ ორბანი: ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის
- +

2 აგვისტო. 2022. 12:13

 

 

„ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის, ჩვენ დამოუკიდებელი, უნგრელი ერი ვართ“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

 

ვიქტორ ორბანის თქმით, ევროკავშირი ბრიუსელში არ არის, ევროკავშირი ვენაში, ბუდაპეშტსა და ვარშავაში, ბერლინსა და მადრიდშია.

 

„არ მინდა სხვა ევროპელებთან არევა, მაგრამ მსურს, ჩვენი შეხედულებები დავამატო საერთო ევროპულ გადაწყვეტილებას. ამიტომაც ვმონაწილეობთ ყველა გადაწყვეტილებაში, ყოველთვის ვამბობთ ჩვენს აზრს. თუ გაჩნდება პოზიცია, რომელსაც არ ვეთანხმებით, ამის შესახებ განვაცხადებთ.

 

ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის, ჩვენ დამოუკიდებელ, სუვერენული უნგრელი ერი ვართ. ჩვენ ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. თუ ისინი ჩვენთვის არ არის კარგი, ჩვენ მათ ვეტყვით. თუ ისინი არ არიან კარგი და ჩვენ შეგვიძლია მათი პრევენცია, საერთო გადაწყვეტილება არ მიიღება“, - აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner