logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე იურიდიული ფირმა „ემქეიდი“-ს განცხადებაზე: რთულია, არ იფიქრო, რომ ამის უკან პოლიტიკა არ დგას
- +

2 აგვისტო. 2022. 14:31

 

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში იურიდიული ფირმის „ემქეიდი“ პრესრელიზს ეხმიანება.

 

მისი თქმით, ასეთი უსამართლო მოპყრობის ობიექტი შეიძლება ნებისმიერი მდიდარი ადამიანი აღმოჩნდეს, თუკი ის პოლიტიკური მოტივებით რომ იტყვიან, „მიზანში ამოიღეს“.

 

„ამ ვრცელი ინფორმაციის გაცნობის შედეგად, წარმომიდგენია რა შთაბეჭდილება შეექმნება, თუნდაც ფინანსურ საბანკო სფეროში ჩაუხედავ რიგით ჩვენს მოქალაქეს, არა მხოლოდ ნაქებ შვეიცარიულ საბანკო ორგანიზაციაზე, რომელიც რატომღაც მიდის თვითდაზიანებაზე (მიზეზები ცალკე თემაა), არამედ იმ ევროპაზე, საითკენაც მივდივართ. ასეთი უსამართლო მოპყრობის ობიექტი ხომ შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი მდიდარი ადამიანი, თუკი ის პოლიტიკური მოტივებით რომ იტყვიან, „მიზანში ამოიღეს“ და რაც მთავარია, შვეიცარიის „თავისუფალი“ მედია, რომლის მთავარი ფუნქციაა საზოგადოების ყოვლისმომცველი ინფორმირება, თითქოსდა პირი შეკრა, არ ასრულებს ამ ფუნქციას. ამ ისტორიის წაკითხვის მერე, რთულია, არ იფიქრო, რომ ამის უკან პოლიტიკა არ დგას“, - წერს ანჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner