logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ბანკთან მიმოწერის გასაჯაროება მოხსნის ბუნდოვანებას, საზოგადოება თავად შეაფასებს და დარწმუნდება იმაში, თუ რაოდენ გაუგონრად და უპრეცედენტოდ მოქმედებს Credit Suisse
- +

2 აგვისტო. 2022. 15:10

 

 

„საზოგადოება ნახავს, რომ ივანიშვილის მხრიდან პრეტენზია თუ შეფასება არის არა გამოგონილი, არამედ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს. ამასთან, ეს ნაბიჯი იქნება ერთგვარი გამაფრთხილებელი მოწოდებაა მათდამი, ვინც განიხილავს, ან მომავალში გეგმავს Credit Suisse-თან საქმიან ურთიერთობას“, - ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში იურიდიული იურიდიული ფირმა „ემქეიდის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზს ეხმიანება.

 

„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზიდან რჩება ასეთი შთაბეჭდილება: Credit Suisse-ის მენეჯმენტის ქმედებები გამაოგნებელია; ბანკთან მიმოწერის გასაჯაროება მოხსნის ბუნდოვანებას; შვეიცარიის მედიის თავისუფლება საეჭვოა. რთული ფინანსურ-იურიდიული დეტალების შეჯერებით, კონკრეტულად: ბანკის მენეჯმენტის ქცევა უპრეცედენტოდ გამაოგნებელია. ყველა კანონით, ბანკის კლიენტს, ბიძინა ივანიშვილს მისი თანხების განკარგვის სრული უფლება აქვს. Credit Suisse-ში ჩადენილ დანაშაულს გადარჩენილ თანხაზე შეუზღუდეს წვდომა ივანიშვილს 2022 წლის 4 მარტიდან 4 აპრილამდე. ხოლო მას შემდეგ მისი განგრძობადი თხოვნის, მოთხოვნისა თუ ინსტრუქციის მიუხედავად, სრულად აუკრძალეს წვდომა. პირველ ეტაპზე, ბანკთან დავის მოგების მიუხედავად, Credit Suisse-ში თანმიმდევრულად უგულებელყოფენ ბენეფიციარ ივანიშვილის ინტერესებს და მოქმედებენ იმის დიამეტრულად საწინააღმდეგოდ, ვიდრე მათ ევალებათ.

 

ბანკთან მიმოწერის გასაჯაროება მოხსნის ბუნდოვანებას. საზოგადოება თავად შეაფასებს და დარწმუნდება იმაში, თუ რაოდენ გაუგონრად და უპრეცედენტოდ მოქმედებს Credit Suisse, უზღუდავს რა კლიენტს წვდომას საკუთარ აქტივებზე. საზოგადოება ასევე ნახავს, რომ ივანიშვილის მხრიდან პრეტენზია თუ შეფასება არის არა გამოგონილი, არამედ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს. ამასთან, ეს ნაბიჯი იქნება ერთგვარი გამაფრთხილებელი მოწოდებაა მათდამი, ვინც განიხილავს, ან მომავალში გეგმავს Credit Suisse-თან საქმიან ურთიერთობას. შვეიცარიის მედიის თავისუფლება საეჭვოა. Credit Suisse-თან ივანიშვილის ინტერესების დამცველმა MKD Law-მ შვეიცარიაში არაერთ გამოცემას შესთავაზა სტატიის სახით პრობლემის აღწერის საკუთარი ვერსია, თუმცაღა, ერთი თვე გავიდა და მზაობა არცერთი მათგანისგან სმენიათ. სად არის ბალანსი და მიუკერძოებლობა? თუ ადგილობრივი ანდა ტრანსნაციონალური, მსხვილი კორპორაციული ინტერესები ფარავენ ჟურნალისტიკის ელემენტარულ პრინციპებს?.. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის ინტერესების დამცველთ განზრახული აქვთ ცალკე წესით მიმართონ შვეიცარიის პარლამენტს, ფრაქციებსა და მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფებს, ისევე, როგორც „ფინმა“-ს [ქვეყნის საფინანსო საზედამხედველო ორგანოს]. მიმართვის საჭიროება გამოწვეულია როგორც დავისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, აგრეთვე იმ ურთულესი მდგომარეობით, რომელშიც Credit Suisse-ის საბანკო ჯგუფი აღმოჩნდა“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner