„ვერდამნახავებმა, პოლიტ-კონიუქტურის გამო დამუნჯებულებმა და უბრალოდ „კეთილის მსურველებმა“ ოლიგარქები სახლში და პარტიებში მოიკითხეთ“, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე თბილისის მერის განცხადებას, რომ ცენტრალური პარკის მოსაწყობად დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არცერთ თეთრს არ დახარჯავს და მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ გაიღებს.
„თბილისის მუნიციპალიტეტს ერთი თეთრის დახარჯვა არ მოუწევს, სამუშაოებს მთლიანად „ქართუ“აფინანსებს... ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი კვლავ აგრძელებს საშვილიშვილო საქმის კეთებას და იმედი მაქვს მომავალშიც გააგრძელებს... ვერდამნახავებმა, არშემხედვარეებმა, პოლიტ-კონიუნქტურის გამო დამუნჯებულებმა, ორიენტირ-გამრუდებულებმა და უბრალოდ „კეთილის მსურველებმა“ ოლიგარქები სახლში და პარტიებში მოიკითხეთ... დანარჩენებს კი გილოცავთ და გისურვებთ, ასეთი კარგი და საქვეყნო საქმეებით მაქსიმალური სარგებელი მიგეღოთ“, - წერს ზურაბ ქადაგიძე ფეისბუქზე.