logo_geo
eng_logo
შოთა გულბანი: როგორც ჩანს, „კრედიტ სუისში“ რისკებს სათანადოდ ვერ აცნობიერებენ, სხვაგვარად, რას უკავშირდება ისეთი მსხვილი და ავტორიტეტული კლიენტის უფლებების რღვევა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, გაუგონარია
- +

2 აგვისტო. 2022. 16:43

 

 

„საბანკო საქმე რეპუტაციული ბიზნესია და ნებისმიერი ბანკის ძირითად აქტივებს სწორედ დეპოზიტორების თანხები წარმოადგენს. თუკი დეპოზიტორებში ნდობა დაიკარგა, ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე ექმნება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ეკონომისტი შოთა გულბანი იურიდიული ფირმის „ემქეიდის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზს.

 

მისი თქმით „ემ ქეი დის“ განცხადება, რომ იგი აპირებს გაასაჯაროოს ბანკთან ოფიციალური მიმოწერა, მისასალმებელია, რადგან მრავალ კითხვას გაეცემა პასუხი და ნათლად გამოვლინდება სიმართლე.

 

მისივე თქმით, მეტ გაოგნებას იწვევს შვეიცარიის მედიის პასიურობა, საკითხის ნიველირება და მათი უმსხვილესი ბანკის დანაშაულზე ხელის დაფარება, რაც ლოგიკურად ბადებს კითხვას, რამდენად თავისუფალია მედია შვეიცარიაში?

 

„საოცრად გამაოგნებელი პროცესები მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის და შვეიცარიული ბანკის „კრედიტ სუისის“ სასამართლო დავის ირგვლივ. კერძოდ, გაოცებას იწვევს და უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული ბანკის „კრედიტ სუისის“ მოქმედებები, რომელიც პირდაპირ უზღუდავს ივანიშვილს კუთვნილი თანხების განკარგვას. საბანკო საქმე რეპუტაციული ბიზნესია და ნებისმიერი ბანკის ძირითად აქტივებს სწორედ დეპოზიტორების თანხები წარმოადგენს. თუკი დეპოზიტორებში ნდობა დაიკარგა, ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე ექმნება. როგორც ჩანს ამ რისკებს სათანადოდ ვერ აცნობიერებენ „კრედიტ სუისში“, ვინაიდან სხვაგვარად რას უკავშირდება ისეთი მსხვილი და ავტორიტეტული კლიენტის უფლებების რღვევა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, გაუგონარია.

 

კიდევ უფრო მეტ გაოგნებას იწვევს შვეიცარიის მედიის პასიურობა, საკითხის ნიველირება და მათი უმსხვილესი ბანკის დანაშაულზე ხელის დაფარება. კერძოდ, როგორც ბიძინა ივანიშვილის უფლებების დამცველი იურიდიული ფირმის „ემ ქეი დის“ განცხადებაშია ნათქვამი, მათი მხრიდან გაკეთებულ შეთავაზებებზე, მომხდარიყო დავის აღწერა ადგილობრივ მედიაში, არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. ყველა მცდელობა დასრულდა უშედეგოდ, რაც ლოგიკურად ბადებს კითხვას, რამდენად თავისუფალია მედია შვეიცარიაში? მიმდინარე დავის სირთულიდან და საზოგადოებაში მის მიმართ არსებული დიდი ინტერესის გათვალისწინებით, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ აცხადებს, რომ აპირებს გაასაჯაროოს ბანკთან და მის სატრასტო სტრუქტურებთან ოფიციალური მიმოწერა, რაც ვფიქრობ, რომ ცალსახად მისასალმებელია, რადგან მრავალ კითხვას გაეცემა პასუხი და ნათლად გამოვლინდება სიმართლე“, - წერს შოთა გულბანი ფეისბუქზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner