„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, თელიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სასირეთში შიდა საუბნო გზებზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სანიაღვრე არხი ანაკრები რ/ბეტონის კივუეტებითა და ლითონის ცხაურებით ეწყობა, შემდეგ კი მოხდება შიდა საუბნო გზების მოხრეშვა.
სამუშაოებს შპს „დემე“ ახორციელებს.
აღნიშნული პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება სოფლის მოსახლეობამ საერთო კრებაზე მიიღო.