logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სააკაშვილს ჯერ კიდევ დიდხანს მოუწევს ქართულ ციხეში ყოფნა და სასჯელის სრულად მოხდა
- +

2 აგვისტო. 2022. 18:47

 

 

„ბოლო დღეების განმავლობაში სააკაშვილის შესახებ არაერთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება მოვისმინეთ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სააკაშვილს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას, მაგრამ აღნიშნული სააკაშვილის მიერ მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში განიხილება, რადგან მას ქართული პოლიტიკისგან დისტანცირება, საკუთარი თავისუფლების ერთადერთ გზად წარმოუდგენია“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

ჩიხელიძე მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის გაემიჯნება „ნაცმოძრაობას“, დროებით ჩამოშორდება ქართულ პოლიტიკას, რაც სააკაშვილის აზრით, მის გათავისუფლებას გამოიწვევს. გამოჯანმრთელების შემდეგ კი, ჩიხელიძის თქმით, ექსპრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში კვლავ დაბრუნებას შეეცდება:

 

„სააკაშვილის საქმე რომ პოლიტიკურად მოტივირებული იყოს, შესაძლოა, მისი თავისუფლება მართლაც ყოფილიყო პოლიტიკიდან წასვლა/არწასვლაზე დამოკიდებული, მაგრამ სააკაშვილის საქმე წმინდა სამართლებრივია, რომელსაც პოლიტიკასთან შემხებლობა არ აქვს. მართლმსაჯულებისთვის სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა არ ყოფნა უმნიშვნელოა, სასამართლოსთვის მთავარი ფაქტობრივი მტკიცებულებებია, მტკიცებულებების ერთობლიობა ცალსახად სააკაშვილის დანაშაულს ადასტურებს. ასევე, აღსანიშნავია, სტრასბურგის სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლითაც ნათლად იკვეთება სააკაშვილის არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება.

 

სააკაშვილი აანალიზებს საკუთარ შეცდომას, რომელიც მან საქართველოში ჩამოსვლით დაუშვა, მან ვერც ჩამოსვლის დრო და ვერც ფორმა განსაზღვრა, ასევე, ის გაბრაზებულია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის მხარდაჭერაზე, რადგან სააკაშვილმა ვერ იგრძნო და ვერ დაინახა მათი მხარდაჭერა. „ნაციონალური მოძრაობა“ თითქოს დისტანცირდა სააკაშვილისგან, ახლა კი სააკაშვილის ჯერია, ის გაემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას“.

 

მისი გეგმები შემდეგია: გაემიჯნოს „ნაცმოძრაობას“, დროებით ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას, რაც მისი აზრით, გათავისუფლებას გამოიწვევს, გამოჯანმრთელების შემდეგ კი ახალი გუნდით კვლავ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას შეეცდება. მის ახალ გუნდში მოიაზრება ედუარდ სააკაშვილი, ასევე, მისი ადვოკატები და „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელი, სხვა კი სრულიად ახალი ხალხი იქნება (რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მჭიდრო კავშირში მყოფი). სააკაშვილის მორიგ წარმოდგენას შეიძლება ვუწოდოთ გეგმები გეგმებისთვის, რომელიც კრახისთვის არის განწირული. რადგან სააკაშვილს ჯერ კიდევ დიდხანს მოუწევს ქართულ ციხეში ყოფნა და სასჯელის სრულად მოხდა!“ - აცხადებს ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner