შეკვეთილში, "black sea arena"-ზე გერმანული როკ-ჯგუფის "scorpions"-ის კონცერტი მიმდინარეობს, რომელსაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშილი ოჯახთან ერთად ესწრება.
კონცერტზე დასწრების მსურველთათვის რეგისტრაცია 19:00 საათზე დაიწყო.
ცნობისთვის, "scorpions"-ს 100 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. მათ 18 სტუდიური ალბომი ჩაწერეს და 74 სინგლი გამოუშვეს, რომელთაგან ექვსი სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური ჩარტების სათავეში გახლდათ.