logo_geo
eng_logo
ჩინური თვითმფრინავები ტაივანის სრუტეს კვეთენ - ჩინური მედია
- +

2 აგვისტო. 2022. 19:10

 

 

ჩინური თვითმფრინავები ტაივანის სრუტეს კვეთენ“, - ამის შესახებ BBC ჩინურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი Su-35 საბრძოლო თვითმფრინავები არიან.

 

პეკინმა გააფრთხილა, რომ უპასუხებს ნენსი პელოსის ნებისმიერ პოტენციურ ვიზიტს.

 

ცნობისთვის, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანის დედაქალაქში, ტაიპეიში პეკინის გაფრთხილებებისა და მუქარის მიუხედავად ჩავიდა.

 

ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვება.

 

რამდენიმე დღის წინ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თავის ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან საუბარში დაჟინებით მოითხოვა, რომ ვაშინგტონმა ტაივანი ჩინეთის სუვერენულ ტერიტორიად აღიაროს.

 

„ვინც ცეცხლს ეთამაშება, ის აუცილებლად დაიწვება“, - განაცხადა სი ძინპინმა.

 

ცნობისთვის, აშშ-ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

 

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

 

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

 

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

 

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

 

1 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner