შეკვეთილში, "black sea arena"-ზე გერმანული როკ-ჯგუფის "scorpions"-ის კონცერტი დასრულდა.
გერმანულმა როკ-ჯგუფმა "scorpions" შეკვეთილში, "black sea arena"-ზე გამართულ კონცერტზე ყველა ის სიმღერა შეასრულა, რომლის მოსმენასაც ქართველი მსმენელი ელოდა.
კონცერტზე დასწრების მსურველთათვის რეგისტრაცია 19:00 საათზე დაიწყო.
ცნობისთვის, "scorpions"-ს 100 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. მათ 18 სტუდიური ალბომი ჩაწერეს და 74 სინგლი გამოუშვეს, რომელთაგან ექვსი სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური ჩარტების სათავეში გახლდათ.