„ეს ყველაფერი უდავოდ ადასტურებს, რომ ვაშინგტონი, იმის საპირისპიროდ, რასაც თეთრი სახლი და პენტაგონი ამტკიცებენ, პირდაპირ ჩართულია უკრაინის კონფლიქტში“, - ამის შესახებ რუსეთს თავდაცვის სამინისტრო წერს.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მოადგილემ, ვადიმ სიბიცკიმ Telegraph-თან აღიარა, რომ უკრაინის მიერ HIMARS-ის სარაკეტო თავდასხმებს ვაშინგტონი ხელმძღვანელობს.
„ბაიდენის ადმინისტრაციაა, ვინც პირდაპირ არის პასუხისმგებელი დონბასსა და სხვა რეგიონებში კიევის მიერ დამტკიცებულ ყველა სარაკეტო თავდასხმაში საცხოვრებელ სივრცეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი სიკვდილი“, - წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.