„რუსული ჯარების რიგებში სულ უფრო და უფრო გახშირდა ეთნიკური კონფლიქტები. მთავარი მიზეზი უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების გაძლიერებაა“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამას, ასევე, მოწმობს ოკუპანტების საუბრის მოსმენა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა.
ოკუპანტი საუბრისას ჰყვება, როგორ გაუხსნა 55-ე ბრიგადის ნასვამმა ტუვანმა დაზვერვის ბატალიონის მეთაურს ცეცხლი. დამპყრობელმა დააზუსტა, რომ ჯავშანტრანსპორტიორმა 55-ე ბრიგადის ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, ბატალიონის კიდევ ერთი ნაწილი მუხლებზე დააჩოქეს და აიძულეს ბოდიში მოეხადათ და მოკვლით დაემუქრნენ.