logo_geo
eng_logo
პოდოლიაკი: დროა, ოფიციალურად ვუწოდოთ შავს შავი, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა
- +

3 აგვისტო. 2022. 00:05

 

 

„დროა, ოფიციალურად ვუწოდოთ შავს შავი, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

 

„ძნელად თუ უნდა ვინმეს დიპლომატიური ურთიერთობა ალ-ქაიდასთან, ISIS-თან ან ჰეზბოლასთან. მაშ, რატომ აქვს დასავლეთს დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყანასთან, რომლის სისხლიანი დანაშაულის მასშტაბები ასჯერ აღემატება ყველა ცნობილი ავაზაკისას? დროა, ოფიციალურად ვუწოდოთ შავს შავი, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner