„დროა, ოფიციალურად ვუწოდოთ შავს შავი, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
„ძნელად თუ უნდა ვინმეს დიპლომატიური ურთიერთობა ალ-ქაიდასთან, ISIS-თან ან ჰეზბოლასთან. მაშ, რატომ აქვს დასავლეთს დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყანასთან, რომლის სისხლიანი დანაშაულის მასშტაბები ასჯერ აღემატება ყველა ცნობილი ავაზაკისას? დროა, ოფიციალურად ვუწოდოთ შავს შავი, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი.