„უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში ჩავიდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი, მარცვლეულით დატვირთული გემი Razoni, რომელიც გუშინ ოდესის პორტიდან დაიძრა, უკვე ბოსფორის სრუტეშია“, - აცხადებენ უწყებაში.
გემი ახლა საერთო საკონტროლო ჯგუფის შემოწმებას გაივლის, ამ ჯგუფში შედიან რუსეთისა და უკრაინის მაღალჩინოსნები. შემოწმებაზე პასუხისმგებელია სტამბოლის საკოორდინაციო ცენტრი.