logo_geo
eng_logo
რუსული ომის მანქანის აღმაშფოთებელი ქმედებები არ მიეცემა დავიწყებას - კანადა რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს
- +

3 აგვისტო. 2022. 00:25

 

 

კანადა რუსეთს უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დამატებით სანქციებს უწესებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, სანქციები 43 სამხედრო თანამდებობის პირსა და 17 სუბიექტს შეეხება, რომლებიც „რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უაზრო სისხლის ღვრის თანამონაწილეა, მათ შორის ბუჩას შემზარავ მოვლენებში“.

 

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კანადა არ მისცემს ვლადიმერ პუტინს და მის ხელშემწყობებს დაუსჯელად მოქმედების უფლებას.

 

„რუსული ომის მანქანის აღმაშფოთებელ ქმედებებს არ დავივიწყებთ და კანადა მის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, გააგრძელებს თავის პარტნიორებთან მუშაობას საერთაშორისო საზოგადოებაში. კანადა უკრაინის გვერდით დგას“, - აღნიშნა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner