logo_geo
eng_logo
Sprite მწვანე ბოთლებში აღარ გაიყიდება
- +

3 აგვისტო. 2022. 01:25

 

 

Sprite, სამოც წელზე მეტი ხნის შემდგომ, მწვანე პლასტმასის ბოთლების გამოყენებას კრძალავს. Coca-Cola-ს განცხადებით, კომპანიის მიზანია, მეტად ეკომეგობრული გახდეს და ამიტომ პირველი აგვისტოდან სასმლის მწვანე შეფუთვა სუფთა პლასტმასით ჩანაცვლდება.

 

ამჟამად Sprite-ის შეფუთვის პლასტმასი მწვანე პოლიეთილენ ტერეფტალს შეიცავს, დანამატს, რომლის ახალ ბოთლებად გადამუშავება და გამოყენება არ შეიძლება. კომპანიის მთავარი ინიციატივა კი პლასტმასის ნარჩენების შემცირებაა. გარდა ამისა, მომხმარებლებს სასმლის ბოთლებზე განახლებული ლოგო და შეფუთვა დახვდებათ, ცნობილი მწვანე ელფერი კი კვლავ იქნება გამოყენებული Sprite-ის ეტიკეტებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner