logo_geo
eng_logo
ჩინეთის ელჩი აშშ-ში: ჩინეთის პასუხი იქნება ძალიან მტკიცე და ძლიერი
- +

3 აგვისტო. 2022. 01:45

 

 

„ჩინეთი გაბრაზებულია აშშ-ის პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტით. ჩინეთი უპასუხებს ძლიერად“, - ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში ცინ განგმა CNN-ის ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენ ვაპირებთ მივიღოთ ყველა შესაძლო ზომა ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ჩვენი პასუხი იქნება ძალიან მტკიცე, ძლიერი და ძლიერი“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

 

დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პელოსი წარმოადგენს ამერიკის ძალაუფლების უმაღლეს ეშელონს, ამიტომ მისი ვიზიტი ტაივანში არ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა.

 

„მის ვიზიტს, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ დროს მისი თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში, მოჰყვება უკიდურესად მტკივნეული პოლიტიკური რეაქცია და გამოიწვევს დაძაბულობის ესკალაციას ტაივანის სრუტეში და შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში“, - დასძინა მან.

 

განგმა, ასევე თქვა, რომ უკანასკნელად აშშ-ის კონგრესის სპიკერი ტაივანს ეწვია 25 წლის წინ. მისი აზრით, ეს ვიზიტი იყო „შეცდომა“ და „გაკვეთილი“, რომელიც თითქოს აშშ-მა ვერ ისწავლა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner