logo_geo
eng_logo
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გასაპროტესტებლად აშშ-ის ელჩი უწყებაში დაიბარა
- +

3 აგვისტო. 2022. 10:03

 

 

ჩინეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ნიკოლას ბარნსი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გასაპროტესტებლად ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს ცეცხლთან თამაშია.

 

„ვინც პოლიტიკური სარგებელის მოსაპოვებლად ტაივანის საკითხით მანიპულაციას შეეცდება, საბოლოოდ ისტორიაში სირცხვილის მხარეს იქნება“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ.

 

ვან ის თქმით, ამერიკის მთავრობას შეეძლო,​ პელოსი შეეჩერებინა, მაგრამ ასე არ მოიქცა, რამაც სერიოზულად დააზიანა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner