ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი თამაზ მეჭიაურის პარტიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროცესებთან დაკავშირებით სრულ სიმართლეს ცოტა ხანში გამოაქვეყნებს.
„როგორც ვხედავ, თამაზ მეჭიაურთან დაკავშირებით ნელ-ნელა გორდება სკანდალი. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი პარტია დატოვეს სანდრო ბრეგაძემ და ლალი მოროშკინამ. იქვე არის მინიშნება, თითქოს პარტიაში დაპირისპირება დაიწყო ლევან მამალაძის (პარტია `სახალხო ხელისუფლების`) შემოყვანის გამო. ალბათ, ყველა მხარე გააკეთებს განცხადებას და თავისას იტყვის, მაგრამ ვინაიდან მე საქმის კურსში ვარ პირველივე დღეებიდან და როგორც ჟურნალისტი, ვესწრებოდი რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრასაც, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი, ორშაბათის „ალიაში" დავწერო სრული სიმართლე.
როგორც თამაზ მეჭიაური აცხადებს, პირადად არ აქვს არავითარი ურთიერთობა არც ლევან მამალაძესთან და არც მისი პარტიის რომელიმე წარმომადგენელთან, მოლაპარაკებები მიდის მხოლოდ ზვიად ჩიტიშვილთან და გოგი თოფაძესთან.
რა გახდა განხეთქილების რეალური მიზეზი? ამის შესახებ ორშაბათს გაიგებთ."- წერს ზედელაშვილი.