logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: სასამართლო პროცესზე „კეზერას“ რიგითმა ჯიბის ბიჭმა, ვინმე ფარულავამ აღიარა, რომ კოდუას ბიზნესპარტნიორია და უჩა მამაცაშვილთან პირადი ინტერესები აქვს
- +

3 აგვისტო. 2022. 12:21

 

 

„რეალურად კი ამბავი შემდეგია - სასამართლო პროცესზე „კეზერას“ რიგითმა ჯიბის ბიჭმა, ვინმე ფარულავამ აღიარა, რომ კოდუას ბიზნესპარტნიორია და უჩა მამაცაშვილთან პირადი ინტერესები აქვს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ფეისბუკზე წერს.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, რაც უფრო ახლოვდება კეზერაშვილის მარცხი, მისი მხარდამჭერები, მით უფრო მეტ დეზინფორმაციის ავრცელებენ საზოგადოებაში.

 

„რაც უფრო ახლოვდება კეზერაშვილის ლეკვების მწარე მარცხი, მით უფრო მეტს წიკვინებენ და დეზინფორმაციის ნიაღვარს უშვებენ საზოგადოებაში... რეალურად კი ამბავი შემდეგია - სასამართლო პროცესზე კეზერას რიგითმა ჯიბის ბიჭმა, ვინმე ფარულავამ აღიარა, რომ კოდუას ბიზნესპარტნიორია და უჩა მამაცაშვილთან პირადი ინტერესები აქვს. მეტსაც გეტყვით - ფარულავამ, „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ლიდერად რომ მოაქვს თავი და პირდაპირ თავითაა ჩაფლული კორუფციაში, იმის აღიარებაც მოუწია, რომ საწვავის ბიზნესში აქვს ინტერესები და ამის გამო გავავრცელე ჭორები უჩა მამაცაშვილზეო... ჰოდა, ახლა კეზერასგან და კოდუასგან ნარიცხ ფულებს რომ წაჰგლეჯენ ვირეშმაკობის და ბინძური საქციელის გამო, მერე წეროს და იკითხოს ხაბეიშვილმა საკუთარი ფბ-პოსტები“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner