logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ფონისა და გამოწვევებისა, საქართველოში ფასების საერთო დონის კლება შეინიშნება
- +

3 აგვისტო. 2022. 14:19

 

 

„ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ინფლაციამ კლება დაიწყო. მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ფონისა და გამოწვევებისა საქართველოში ფასების საერთო დონის კლება შეინიშნება, რაც საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესების კიდევ ერთი დასტურია“, - ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი შეფასებით, საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდამაც კი ვერ იქონია საქართველოში ფასების საერთო დონის ზრდაზე, იმ ვითარებაში როდესაც ყველა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში ფასების რეკორდული ზრდა ფიქსირდება:

 

„ივნისში ინფლაციის დონემ 11,5% შეადგინა და 1,3%-ით გაუმჯობესდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო, წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა. გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ FAO-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით 2022 წლის ივნისში სასურსათო პროდუქტებზე ფასების დონე 23,1%-ით გაიზარდა.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდამაც კი ვერ იქონია საქართველოში ფასების საერთო დონის ზრდაზე, იმ ვითარებაში როდესაც ყველა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში ფასების რეკორდული ზრდა ფიქსირდება. მაგ: თურქეთში ინფლაციის 78,6% დაფიქსირდა, სომხეთში 10,3%, აზერბაიჯანში 14,2%, რუსეთში 15,9%, უკრაინაში კი - 21,5%. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფასების ზრდის გამოწვევა მხოლოდ ჩვენი რეგიონის თანამედროვე პრობლემას არ წარმოადგენს. აშშ-ში ივნისის თვეში 9,1% დაფიქსირდა, დიდ ბრიტანეთში - 9,4%, გერმანიაში - 7,6%. ხოლო ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელმა 8,6% შეადგინა და ეს ზრდის პროცესი გრძელდება უპროგნოზოდ, რადგან შეუძლებელია შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში გაკეთდეს პროგნოზი ენერგორესურსების ფასებთან დაკავშირებით.

 

საქართველოში ინფლაციის კლებაზე დიდი როლი ითამაშა ლარის კურსის გამყარებამ, რამაც ავტომატურად გამოიწვია იმპორტირებულ სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირება. რასაც დაემატა საქართველოში პირველი 6 თვის მონაცემების მიხედვით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. რითაც საქართველო გახდა ერთადერთი ქვეყანა რეგიონსა და ევროპის კონტინენტზე და რომელმაც ამ რთულ დროს შეძლო ასეთ შედეგებზე გასვლა. რაც სამომავლოდ გვაძლევს შესაძლებლობას ეკონომიკა იყოს უფრო მოქნილი და სწრაფ განვითარებაზე ორიენტირი.

 

ბოლო პერიოდის მოვლენებმა რეგიონში წარმოშვა ძალიან ბევრი პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები თუმცა, კრიზისები ყოველთვის აჩენს ახალ შესაძლებლობებს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს და მიუხედავად მრავალი შიდა თუ გარე წინააღმდეგობისა, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს რეგიონში მოწინავე სახელმწიფო“, - წერს ოთარ ანგურიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner