ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ტაივანი დატოვა. CNN-ის ცნობით, ტაივანიდან პელოსი სამხრეთ კორეაში გაემგზავრა.
1 აგვისტოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტი ჩინეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა იქნება.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ მოელის, რომ ჩინეთი უახლოეს დღეებში გააძლიერებს თავის რეაგირებას ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტზე და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ არ შეშინდება.
ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ ჩინეთში აშშ-ის ელჩი ნიკოლას ბერნსი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტს არ არღვევს, ხოლო ოფიციალური პეკინი ვიზიტს პროვოკაციად აფასებს და საკუთარ სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დასაცავად ყველა აუცილებელი ნაბიჯის გადადგმას აანონსებს.