ახალგაზრდა სეპინდე რაშანოუ გასულ თვეში ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გამოჩნდა და ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ საჯარო სივრცეში ჰიჯაბის ტარებაზე უარი თქვა. აქტივისტებმა ახალგაზრდა ქალის ეს ნაბიჯი „იძულებით აღიარებად“ შეაფასეს და თქვეს, რომ მას სხვა გზა არ დაუტოვეს. ქალების მუსლიმური სამოსისა და მათი დაკავებების შესახებ „ეიბისი ნიუსის“ სტატიაშია აღნიშნული.
ამერიკული მედია წერს, რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს თუ როგორ გამოჩნდა საჯარო სივრცეში ირანელი რაშანუ ჰიჯაბის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ ირანელ ქალებს 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ კანონით მოეთხოვებათ ჰიჯაბის ტარება. ვიდეომასალაში რიშანუ ეკამათება ქალს, რომელსაც ჰიჯაბი ეცვა, მან თქვა, რომ მათი დაპირისპირების ვიდეო მსოფლიოს გაუგზავნის.
მოგვიანებით რაშანუ დააკავეს და მან ირანის სახელმწიფო ტელევიზიით ქალს ბოდიში მოუხადა. აქტივისტები ამბობენ, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო.
ირანში ქალებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს სოციალური მედიის კამპანია ჰიჯაბის კანონის გასაპროტესტებლად. ზოგიერთმა მამაცმა ირანელმა ქალმა თავშეყრის ადგილას ჰეშთეგით #ImAgainstMandatoryHijab ფოტო გამოაქვეყნა.
ქალების უფლებების დამცველმა ადვოკატებმა თქვეს, რომ მათი დაცვის ქვეშ ონლაინ პოსტებისთვის დააკავეს.
მასიჰ ალინეჯადმა, ბრუკლინში მცხოვრებმა ირანელმა და ჰიჯაბის საწინააღმდეგო აქტივისტმა, რაშანუს სატელევიზიო აღიარება, ისევე როგორც სხვა ქალების „აღიარებას“ ტერორისტული აქტი უწოდა.
„ათობით ქალი დააკავეს ჰიჯაბის იძულებით ტარების წინააღმდეგ ბრძოლის გამო, მაგრამ ამ ტერორისტულმა აქტებმა ქალები ვერ შეაჩერა“, - აცხადებს აქტივისტი.
ირანში ჰიჯაბის ტარების კანონებს ზნეობის პოლიცია აღასრულებს, ისინი ქალებს ქუჩაში ტრადიციული ისლამური ჩაცმულობის კოდექსის შეუსრულებლობის გამო აპატიმრებენ.
ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმად ვაჰიდიმ ქალებს სთხოვა „არ მოექცნენ დასავლეთის მხრიდან ამ ცუდი წინადადებების გავლენის ქვეშ“.
ქალების ერთი ჯგუფი, რომელიც ცნობილია როგორც „სამართლიანობის მაძიებელი დედები“, სულ უფრო და უფრო ხმამაღლა საუბრობს რეჟიმის სისასტიკეებზე. ამ ჯგუფში არის რამდენიმე ქალი, რომელთა შვილებიც მოკლეს ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.