მსჯავრდებულთა მიწვევით, საქართველოს პარლამენტის წევრები მიხეილ სარჯველაძე, ქეთევან დუმბაძე და მაია მენაღარიშვილი მარჯანიშვილის თეატრში, მსჯავრდებულთა მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლს დაესწრნენ.
„ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ“- ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა დადგეს. მათივე მომზადებული იყო სპექტაკლის სცენარი, რეჟისურა და სასცენო რეკვიზიტები. სპექტაკლში 19 მსჯავრდებული მონაწილეობდა.
სპექტაკლს ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საპატრიარქოს წარმომადგენლები.