logo_geo
eng_logo
ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს საომარი მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
- +

3 აგვისტო. 2022. 22:25

 

 

ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს ლაჩინის დერეფნის გარშემო, ისევე როგორც კონტაქტის ხაზის გასწვრივ სხვა ადგილებში მიმდინარე საომარი მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

 

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებით, აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული პატივისცემა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება.

 

„ევროკავშირი ერთგული რჩება, დაძაბულობის დაძლევაში დაეხმაროს [მხარეებს] და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საკუთარი ჩართულობა განაგრძოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირებებისა და მსხვერპლის შესახებ ვრცელდება ინფრმაცია.

 

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 3 აგვისტოს დილით სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მთიან ყარაბაღში ლაჩინის მიმართულებით აზერბაიჯანული არმიის პოზიციების დაბომბვის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაღუპა.

 

სომხური მედიის ცნობით კი, დღეს დილის 09:00 საათიდან აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრა შეიარაღებული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner