logo_geo
eng_logo
მედია: ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები 4 აგვისტოს მოულოდნელად განახლდება
- +

3 აგვისტო. 2022. 22:46

 

 

„ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები 4 აგვისტოს მოულოდნელად განახლდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალება POLITICO სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, ევროკავშირი საბოლოო ძალისხმევას იღებს ირანის ბირთვული შეთანხმების გადასარჩენად.

 

ვენაში მოლაპარაკებებს დიპლომატები აშშ-დან, ირანიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან დაესწრებიან. პროცესში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირიც, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს, რადგან ირანი უშუალოდ ოფიციალურ ვაშინგტონთან საუბარზე უარს აცხადებს.

 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ენრიკე მორამ, რომელიც მოლაპარაკებებს კოორდინაციას უწევს, „ტვიტერზე“ დაადასტურა ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ დიპლომატიური ძალისხმევის განახლება.

 

როგორც მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მაღალი თანამდებობის პირები იქნებიან ჩართული მოლაპარაკებების პროცესში, ასევე უცნობია რამდენ ხანს გაგრძელდება ის. მედია აღნიშნავს, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმაც, წარმატებული იქნება თუ არა აღნიშნული მოლაპარაკებები, რადგან ჯერ კიდევ არის რამდენიმე გადაუჭრელი საკითხი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner