logo_geo
eng_logo
ტაივანის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო წვრთნების ჩატარების თაობაზე ჩინეთის გეგმებს გმობს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ტაივანის სუვერენიტეტს არღვევს
- +

3 აგვისტო. 2022. 22:46

 

 

ტაივანის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნების ჩატარების თაობაზე ჩინეთის გეგმებს გმობს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ტაივანის სუვერენიტეტს არღვევს.

 

უწყებაში პეკინის აღნიშნული ნაბიჯი ტაივანის პორტებისა და ქალაქებისთვის საფრთხედ შეაფასეს და მას სამხედრო დაშინების მცდელობა უწოდეს.

 

„კომუნისტური ჩინეთის უგუნური საქციელი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო საავიაციო მარშრუტებს, გამოწვევას უქმნის საერთაშორისო წესრიგს, აზიანებს სტატუს-კვოს ტაივანის სრუტეში და ანადგურებს რეგიონულ უსაფრთხოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ჩინეთის არმია ტაივანის გარშემო მდებარე 6 ზონაში გამართავს სამხედრო წვრთნებს, მათ შორის ცეცხლის გამოყენებით. წვრთნები ხუთშაბათს დაიწყება და კვირამდე გაგრძელდება.

 

ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ ჩინეთში აშშ-ის ელჩი ნიკოლას ბერნსი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტს არ არღვევს, ხოლო ოფიციალური პეკინი ვიზიტს პროვოკაციად აფასებს და საკუთარ სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დასაცავად ყველა აუცილებელი ნაბიჯის გადადგმას აანონსებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner