logo_geo
eng_logo
„ბლექ სი არენას“ მიმდებარედ არსებული „მუსიკოსთა პარკი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადაეცა
- +

21 აგვისტო. 2016. 02:29



შეკვეთილში, "ბლექ სი არენას" მიმდებარედ არსებული პარკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადაეცა.


პარკის იდეა "ბლექ სი არენას" პროექტირების დროს გაჩნდა და მუსიკოსთა პარკის მოწყობა გადაწყდა.


პარკში მოწყობილია სასეირნო ბილიკები, სკამები, განათებები, დგას მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების ქანდაკებები.


ამ დროისთვის მუსიკოსთა პარკში 23 სკულპტურაა, როგორც კლასიკური, ისე პოპმუსიკის ვარსკვლავების ქანდაკებები.


ქანდაკებებთან მოწყობილია დასასვენებელი სივრცე, ჟღერს იმ  მუსიკოსის ნაწარმოები, რომლის ქანდაკებასთანაც მიდის დამსვენებელი.


წლის ბოლომდე მუსიკოსთა პარკში 35 სკულპტურა დაიდგმება.


პარკის მოწყობის ხარჯები სრულად ფონდმა "ქართუმ" დაფარა და საჩუქრად სახელმწიფოს გადასცა.


დღეიდან პარკის დათვალიერებას ნებისმიერი დამსვენებელი შეძლებს.


პარკის გახსნას საქართველოს კულტურის მინისტრო მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner