logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე საქართველოს კულტურის აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

4 აგვისტო. 2022. 00:23

 

 

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საქართველოს კულტურის აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ეთნიკური უმცირესობების კულტურული ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

 

ასევე, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მხარდაჭერით, 29 ივნისიდან 5 ივლისამდე, მალტაში, ქალაქ ვალეტაში, ხელოვნების ფესტივალ „ევროარტ 2022“ -ის ფარგლებში, საქართველოს კულტურის აკადემიის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ქალთა ალიანსის განვითარებისთვის და აკადემია XXI - ის პარტნიორობით წარდგენილი ექსპოზიციები მიმოიხილეს.

 

„შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ეთნიკური უმცირესობების კულტურულ ინტეგრაციაზე ვისაუბრეთ. ამ პირების მეტი ჩართულობისთვის ახალი პროექტებისა და პროგრამების შექმნაზე ვიმსჯელეთ. ასევე, განვიხილეთ ამ მიმართულებით კულტურის პოლიტიკის შემუშავების საკითხები“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner