საფრანგეთის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება განახორციელა. 21 ივლისს სენატში კენჭისყრის შემდეგ, ახლა დოკუმენტს მხარი უკვე ეროვნული კრების დეპუტატებმაც დაუჭირეს.
საკითხს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„შვედეთისა და ფინეთის წევრობა ჩვენს ალიანსს გააძლიერებს, რათა დავიცვათ ჩვენი ფასეულობები და ცხოვრების წესი და ჩვენი თავისუფლება მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის მათ“, – წერს კატრინ კოლონა „ტვიტერზე“.
შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლი, ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტისგან რატიფიცირების პროცედურას მოითხოვს.