logo_geo
eng_logo
ბარგში აღმოჩენილი მაკმაფინების გამო, ავსტრალიაში მგზავრი 1 874 დოლარით დააჯარიმეს
- +

4 აგვისტო. 2022. 00:57

 

 

მგზავრს, რომელიც ბალიდან ავსტრალიაში ჩაფრინდა McDonald's-ის ​საუზმის გამო ჯარიმა დაუწესეს. ამის შესახებ CNN იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, ადამიანს, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, აეროპორტში ბარგის შემოწმებისას 2 მაკმაფინი და ლორის კრუასანი აღმოუჩინეს. რამდენიმე დღის წინ კი ავსტრალიის მთავრობამ ბალიზე ხელის, ფეხისა და პირის დაავადების გავრცელების გამო ბიოუსაფრთხოების შესახებ ახალი რეგულაცია მიიღო. რეგულაციის თანახმად, სწრაფი კვების პროდუქტები რისკის შემცველად აღიარეს. ამიტომ, მგზავრს ჯარიმის სახით 1 874 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.

 

„ჯარიმა ბალიდან ბილეთის საფასურზე ორჯერ მაღალია, მაგრამ არ მეცოდება ხალხი, ვინც ავსტრალიის ბიოუსაფრთხოების მკაცრ წესების დარღვევას ირჩევს“, - განაცხადა ავსტრალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიურეი ვოტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner