logo_geo
eng_logo
ეუთო: მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიიღონ დეესკალაციისა და დიალოგის განახლებისთვის ყველა საჭირო ზომა
- +

4 აგვისტო. 2022. 00:57

 

 

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) უკიდურესად შეშფოთებულია სამხრეთ კავკასიაში შეიარაღებული ინციდენტებისა და მსხვერპლის შესახებ ცნობებით.

 

ამის შესახებ ეუთო-ს პოლონეთის თავმჯდომარეობამ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

 

„მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისა და დიალოგის განახლებისთვის ყველა საჭირო ზომა მიიღონ. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით მხარი დავუჭიროთ ყველა ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობის კონსოლიდაციისკენაა მიმართულია", - ნათქვამია ეუთო-ს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner