"ახალგაზრული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე პაატა ბურჭულაძეს პასუხობს. განცხადებას, რომელიც ორგანიზაციამ "მარშალპრესს" გაუგზავნა, უცვლელად გთავაზობთ:
„სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებდი პოლემიკაში შესვლას პაატა ბურჭულაძესთან, მაგრამ მისი განცხადების შემდეგ შეუძლებელია პასუხის გარეშე დავტოვო გაძარცვული და გაშიშვლებული პოლიტიკოსი.
თქვენ ჩემგან ითხოვთ წარმოვადგინო მტკიცებულება, რომ ევროპაში ნამდვილად შეხვდით მიხეილ სააკაშვილს. ჩემი სიტყვების უტყუარი ფაქტობრივი დადასტურება, თქვენი გუშინდელი დღე და ახალი კოალიციის შესახებ განცხადება გახლავთ. შეხედეთ თქვენს „ახალ თანამებრძოლებს" თითოეულ მათგანში, შენს ნამდვილ ლიდერს, მიხეილ სააკშვილს დაინახავ და ამოიცნობ. პოლიტიკოსი, როგორც წესი მსახურობს ხალხს და სამშობლოს, შენ კი? შენ კი შენი წარსულიდან გამომდინარე, ხალხის მსახურებას ბელადის მსახურება ამჯობინე. როგორც მოგახსენე, შენს მიერ გუშინ საღამოს გაკეთებული განცხადება გახლავს ჩემი სიტყვების ფაქტობრივი დადასტურება. რაც შეეხება დოკუმენტურ დადასტურებას, როგორც ბრიფინგზე განვაცხადე, რამდენიმე დღეში საზოგადოებას წარვუდგენ შენი და მიხეილ სააკაშილის შეხვედრის ფაქტებს!", - ნათქვამია განცხადებაში.