საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, КГБ-ს ბოლო თავმჯდომარე ვადიმ ბაკატინი გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, 84 წლის ბაკატინი მოსკოვში გარდაიცვალა, მას ტროეკუროვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
1983 წელს ბაკატინი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსპექტორი გახდა, ხოლო 1988 წელს მიხეილ გორბაჩოვმა მას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი შესთავაზა.