აშშ-ის სენატმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირება განახორციელა
-
+
4 აგვისტო. 2022. 10:26
აშშ-ის სენატმა 99 ხმით ერთის წინააღმდეგ, შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირება განახორციელა. წინააღმდეგ ერთადერთმა - რესპუბლიკელმა სენატორმა მისურიდან, ჯოშ ჰოულიმ დააფიქსირა ხმა.
ახლა დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტთან გადაიგზავნება.